მიხაილ როთი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე - რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?! - Palitra News

მიხაილ როთი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე - რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?!

2025-02-18 14:18:25+04:00

რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?! - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის ფაქტს.

„ივანიშვილის რეჟიმი იზიარებს პასუხისმგებლობას ღირსეული დემოკრატებისა და თავისუფლებისთვის მამაცი მებრძოლების წინააღმდეგ ქუჩებში განხორციელებულ ძალადობასა და სიძულვილზე. ყველაფერი საუკეთესო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს!“, - წერს როთი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.