იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242 მლნ დოლას გადააჭარბა, რაც 8.5%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის სტატისტიკაში
აღნიშნულია, რომ ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად - 62.4%-ით რუსეთიდან შემცირდა. მაგალითად, თუ 2024 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 67 მილიონ 736 ათასი დოლარი გადმორიცხა, გასულ თვეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 25 მილიონ 460 ათასი დოლარი იყო. სებ-ის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,3% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარში ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები კვლავ აშშ-დან განხორციელდა, მეორე ადგილზეა იტალია, სამეულს კი რუსეთი ხურავს.