ევროკომისია სოფლის მეურნეობის არაერთი პროდუქტის იმპორტის აკრძალვას განიხილავს, რომელიც პესტიციდების გამოყენების ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. აკრძალვა, მათ შრის, ამერიკაში წარმოებულ პროდუქტებსაც შეეხება. ინფორმაციას Finiancial Times ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირი თავისი ფერმერების დასაცავად სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით წარმოებული საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვას განიხილავს. სამი წყაროს ცნობით, მიმდინარე კვირას ევროკომისია უფრო ფართო სავაჭრო შეზღუდვების განხილვას დაიწყებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში სავაჭრო პარტნიორებს შორის დიდ უკმაყოფილებად გამოიწვევს. ერთ-ერთი პირველი, რაზეც შეზღუდვები დაწესდება, შესაძლოა, აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო, როგორიც არის, მაგალითად, სოია. მის მოსაყვანად აშშ-ში იმ პესტიციდების გამოყენებაა დაშვებული, რომლებიც ევროპელი ფერმერებისთვის აკრძალულია. ევროკავშირის ამ გეგმას სოფლის მეურნეობის “საგზაო რუკა” ითვალისწინებს, რომელიც პროფილურმა ევროკომისარმა, კრისტოფ ჰანსენმა მოამზადა. მისი ცნობით, საუბარია მხოლოდ ყველაზე საშიშ პესტიციდებზე.
გამოცემა წერს, რომ ეს ზომები ევროკავშირის მიერ დადებული სავაჭრო შეთანხმების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას გააძლიერებს, რადგან ევროპულ ბაზარზე ევროკავშირზე უარესი სტანდარტების მქონე პროდუქცია შედის, რასაც ევროპელი ფერმერები კონკურენციას ვერ უწევენ.