კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე, ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორატიული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიაში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა კვლევის პროცესში დაინტერესებული მხარეების პირველივე ეტაპიდან ჩართულობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონკურენტულია, ხოლო ამ ბაზრებზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს წარმოადგენდა, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ ქსელზე დაშვების ვალდებულებები დააკისრა.