დაცული ტერიტორიების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში სახელწოდებით Saudi Travel Market 2025. გამოფენის გახსნას დაესწრო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე. გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოში ეკოტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობებს გაეცნენ და საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.