გიორგი გახარიაზე თავდასხმას პოლიტიკური მხარეები გამოეხმაურნენ. ისინი ორგანიზებული თავდასხმის ამ ფაქტს ძალიან სამწუხაროს და სამარცხვინოს უწოდებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ ყოფილ მინისტრზე თავდასხმა მხოლოდ სისუსტისა და გაბრაზების დემონსტრირებაა და „ქართულ ოცნებას“ სხვა ბერკეტი აღარ დარჩა. მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელს აეროპორტში წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა კვერცხები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.