"ქართული ოცნება" სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლს ამატებს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. აღნიშნულ თემას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „პირველ რიგში თავად გასამართლდებიან“, - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოზიცია. „ქართული ოცნების“ ოპონენტებს ეს გადაწყვეტილება არ უკვირთ - ისინი ამბობენ, რომ ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ შიშს უფრო მეტად ცხადყოფს. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებებით არა ქართულ, არამედ რუსულ საქმეს აკეთებს. რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილების გადაწყვეტილება და როგორ აფასებენ ამ ქმედებას პოლიტიკური მხარეები.