უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპას აკრიტიკებს - ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა მშვიდობის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს. როგორც თავად ამტკიცებს, მან ევროკავშირის დიდ ქვეყნებს მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა, როგორც ორბანი ამბობს, ევროპა ომის მხარეს დგას. ორბანის განმარტებით, ევროპელი ლიდერების არასწორი გადაწყვეტილებების გამო უკრაინის მნიშვნელოვანი საკითხები ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერების გარეშე წყდება.