ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა - ბორტზე 80 ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევის შედეგად კი, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიების ცნობით, თვითმფრინავი ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა. თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან მიფრინავდა.