უკვე 38-ე დღეა, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს. ამასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები და დაკავებულ ჟურნალისტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ - Palitra News

უკვე 38-ე დღეა, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს. ამასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები და დაკავებულ ჟურნალისტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

2025-02-18 09:25:29+04:00

უკვე 38-ე დღეა, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს. ამასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები და დაკავებულ ჟურნალისტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი თქმით, ამაღლობელის მდგომარეობა საგრძნობლად მძიმდება, თუმცა ეს ფაქტი “ქართულ ოცნებაზე” გავლენას არ ახდენს. ისინი ასევე ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია და ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” საკუთარი მიზნებისთვის სჭირდება. შეგახსენებთ, რომ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელს პოლიციელზე, კერძოდ კი ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.