„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა - Palitra News

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა

2025-02-18 09:25:02+04:00

დაფუძნდა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის". აღნიშნული გაერთიანება იმ ადამიანებმა დააფუძნეს, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად არიან ჩართული. მოძრაობის ლიდერების განცხადებით, მათი მიზანია, რომ საქართველოში სოციალური სამართლიანობა დამყარდეს და მიმდინარე საპროტესტო მუხტი გაძლიერდეს. როგორც ცნობილია, ახალი გაერთიანება იმ დოკუმენტზეც მუშაობს, რომელშიც მისი კონკრეტული ნაბიჯები და ხედვებია გაწერილი. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ისინი ყურადღებას პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილებენ. გარდაიქმნება თუ არა აღნიშნული მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად - გაერთიანებაში ამაზე ცალსახა პასუხი არ აქვთ, თუმცა ამას არ გამორიცხავენ - როგორც ისინი აღნიშნავენ, ამას იმ შემთხვევაში გადაწყვეტენ, თუ მათი წინააღმდეგობის მოძრაობა შესაბამის შედეგს გამოიღებს.