ისრაელი ლიბანიდან გასვლას 18 თებერვალს გეგმავს. ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავდროულად, ქვეყნის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა, რონ დერმერმა მანამდე აღნიშნა, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები“ ლიბანის სამხრეთში ხუთ სტრატეგიულ ადგილას დარჩება. ლიბანურ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა ითვალისწინებს, რომ ისრაელის ჯარების გაყვანა 18 თებერვალს უნდა დასრულდეს. შეთანხმების თანახმადვე, სამხრეთ ლიბანში მხოლოდ ლიბანის არმია უნდა დარჩეს და „ჰეზბოლას“ დანაყოფებმა ტერიტორია უნდა დატოვონ.