3. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ- ი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ემზადებიან. ერთმანეთს დე ფაქტო „პრეზიდენტის“ პოსტისთვის ორი კანდიდატი ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან. პარალელურად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სხდომაზე სპეციალური დადგენილების მისაღებად ემზადება, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ- ი არჩევნები არაკანონიერად ცნოს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მთავარი მხარდამჭერის დასმის ღონისძიება მიმდინარეობს.