ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა დასრულებულია. იუსტიციის სამინისტროს და ცესკოს წარმომადგენლების შემდეგ კომისიის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმინეს. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში გაირკვა, რომ კომისიის წარმომადგენლებს კონკრეტული ეჭვები აქვთ 2004-ი -2008 წლების არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე. რაც შეეხება მომდევნო სხდომას. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა დღესვე დაანონსდა, რომ მორიგ სხდომაზე მოწვეული იქნებიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე. როგორ წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა და რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან