მზია ამაღლობელის პატიმრობისა და შიმშილობის 37-ე დღე - პატიმარი ჟურნალისტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი არ ჩატარდა. მიზეზად სხდომაზე ამაღლობელის დისტანციური წესით ჩართვაზე შექმნილი პრობლემა დასახელდა. მოშიმშიმე ჟუნალისტი, მზადობას გამოთქვას დაესწროს როგორც ადმინიტრაციულ ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესებს. პარალელურად უფლებადამცველები ამაღლობელის გათავისუფლებლად სამართლებრივი გზებით ბრძოლას განაგრძობენ. გუშინ ადვოკატებმა ჟურნალისტის პატიმრობის გაუქმების განხილვაზე ბათუმის სასამართლოს უარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. რა ეტაპზეა სასამართლო განხილვები და როგორია ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?