ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში 18 თებერვალს შეხვდება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში 18 თებერვალს შეხვდება

2025-02-17 18:16:18+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორზე, ფაჰრეთინ ალტუნზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა 18 თებერვალს ანკარაში გაიმართება.

„შეხვედრის ფარგლებში თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტის, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების განხილვა მოხდება“, - წერს ალტუნი X-ზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ოთხშაბათს, 19 თებერვალს საუდის არაბეთს ეწვევა, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.

ხვალ, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს.