შვედეთი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ომის შემდგომი მშვიდობისმყოფელი ძალების ფარგლებში - Palitra News

შვედეთი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ომის შემდგომი მშვიდობისმყოფელი ძალების ფარგლებში

2025-02-17 15:48:38+04:00

შვედეთი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ომის შემდგომი მშვიდობისმყოფელი ძალების ფარგლებში. ინფორმაციას „როიტერი“ შვედეთის საზოგადოებრივ რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია მალმე სტენეგარდის განცხადებით, ახლა მთავარი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაა, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და უკრაინას პატივს სცემს. მინისტრის თქმით, შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა უკან დახევა, ახალი ძალების მობილიზება და რამდენიმე წელში უკრაინაზე ან სხვა ქვეყანაზე თავდასხმა ვერ შეძლოს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმითვე, ასეთი მშვიდობის დამყარების შემდეგ მისი შენარჩუნება უნდა მოხდეს. ეს განცხადება შვედმა დიპლომატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო მისიით ჯარები გაგზავნოს.