"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი 37-ე დღეა შიმშილობს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან - Palitra News

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი 37-ე დღეა შიმშილობს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

2025-02-17 15:42:29+04:00

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი 37-ე დღეა შიმშილობს. პატიმარი ჟურნალისტი კვლავ კლინიკა ვივამედში რჩება. მისი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც ჟურნალისტის ადვოკატები აცხადებენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.