თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის დირექტორი, ნათია თურნავა დახურულ სხდომაზე დაიკითხა. სასამართლოში ასევე ჩვენება მისცა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმაც, რომელმაც საქმეში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიო-ჩანაწერს ჩაუტარა ექსპერტიზა. ბაჩიაშვილის მტკიცებით ეს ჩანაწერი, მისი და ბიძინა ივანიშვილის საუბარს ასახავს. რა თქვა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე და ასევე, რა განაცხადა ჩვენების მიცემის შემდეგ ეროვნული ბანკის დირექტორმა.