ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფაჰში, დრონით იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა - Palitra News

ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფაჰში, დრონით იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

2025-02-17 12:47:26+04:00

ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფაჰში, დრონით იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ სამიზნე რამდენიმე პალესტინელი მებრძოლი იყო, რომელიც ისრაელის ძალებს უახლოვდებოდა. თავდასხმა დაგმო "ჰამასმა", ტერორისტულმა დაჯგუფებამ მომხდარი ფაქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზაში ისრაელის შემდგომი ქმედებების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გაიმეორა. ტრამპის თქმით, როდესაც "ჰამასსა" და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მან ნეთანიაჰუს უთხრა, რომ გაეკეთებინა რაც სურდა. "ჰამასმა", შეთანხმების თანახმად, შაბათს კიდევ 3 მძევალი გაათავისუფლა.