უწყვეტი პროტესტის 81-ე დღესაც მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა. ასევე, აქციის მონაწილეებს მდუმარე მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი დემონსტრანტებიც. მათი მოთხოვნები უცვლელია,- ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეებმა ასევე მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს 18 თებერვალს, 25 თებერვალსა და 7 მარტს.