მზია ამაღლობელი პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს,- ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 37-ე დღეა შიმშილობს. პატიმარი ჟურნალისტი კვლავ კლინიკა ვივამედში რჩება. მისი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც ჟურნალისტის ადვოკატები აცხადებენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.