კენტუკისა და ტენესის შტატებში სტიქიას ებრძვიან - ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული რაიონები დატბორა - Palitra News

კენტუკისა და ტენესის შტატებში სტიქიას ებრძვიან - ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული რაიონები დატბორა

2025-02-17 09:53:16+04:00

კენტუკისა და ტენესის შტატებში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული რაიონები დატბორა. ყველაზე დიდი ზარალი წყალდიდობამ ჰაზარდს მიაყენა, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. კენტუკიში სტიქიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სტიქიის ზონებში ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილას დარჩნენ.