დღეიდან 6 თვიანი საგამოძიებო კომისია საქმიანობას იწყებს. კომისია 2003 -12 წლებში არსებული ხელისუფლების საქმიანობას გამოიძიებს. ქართული ოცნების წევრების თქმით, მათ შორის ყურადღება გამახვილდება 2008 წლის აგვისტოს ომზე. არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ცესკოსა და პროკურატურის წარმომადგენლები გამოიკითხებიან. აღნიშნულ პროცესებში არ ჩაერთვება ოპოზიცია. ფიქრობენ ,,ქართული ოცნების" მხრიდან არარსებულ პრობლემებზე საუბარი სხვა მნიჭვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.