მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდნენ. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციების დროს დაკავებული პირები- ეს იყო საკითხები, რომელზეც მე-5 პრეზიდენტმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიუხენის კონფერენციაზე ვიზიტის დროს ყურადღება გაამახვილეს. ოპოზიცია აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობაზე თანხმდება. ფიქრობენ რომ რეგიონში და მსოფლიოში არსებული ვითარების დროს უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს დაფიქსირება უმნიშვნელოვანესია. ხოლო ფაქტი რომ მიუხენის კონფერენციაში ქართული ოცნებიდან არავინ მონაწილებდა ოპოზიციისთვის დასტურია, რომ აღნიშნული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული