ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ინდოეთში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

2025-02-16 13:45:46+04:00

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ასობით ადამიანი კუმბა- მელას რელიგიურ დღესასწაულზე დასასწრებად, რომელიც ქალაქ პრაიაგრაჯში მეზობელ უტარ-პრადეშის შტატში იმართება, დაგვიანებულ მატარებლდებზე ასვლად ცდილობდა, ნაწილი კი აღნიშნული დღესასწაულიდან უკან ბრუნდებოდა.

დაღუპილთა შორის 4 ბავშვი და 10 ქალია.

ოპოზიციის ლიდერები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„პრაიაგრაჯში მიმავალი მორწმუნეების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, სადგურზე უკეთესი ორგანიზება უნდა განხორციელებულიყო“, - განაცხადა ინდოეთის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა, რაჰულ განდიმ.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშორებით, თუ რამ გამოიწვია ჭყლეტა.