უწყვეტი პროტეტის მე- 80 დღე თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო მსვლელობებით გრძელდება. დედაქალაქში ევროპის მოედანზე მისული მოაქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ საჯარო მოსამსახურებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. დემონსტრანტების შეკრების საბოლოო ადგილი კვლავ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. „არა რუსულ დიქტატურას!", თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, „ბრძოლა გამარჯვებამდე“, კი ევროპას, არა რუსეთს!“, გაბედე პროტესტი ყოველდღე!“ - ამ ლოზუნგებით მოქალაქეები კვლავ უცვლელი მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან.