გერმანიისა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობა - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და სამომავლო პარტნიორობა, სომხეთ-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილა - Palitra News

გერმანიისა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობა - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და სამომავლო პარტნიორობა, სომხეთ-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილა

2025-02-15 20:49:48+04:00

გერმანიისა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობა - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და სამომავლო პარტნიორობა, სომხეთ-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილა. შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც ესწრებოდა. ფაშინიანმა შოლცთან ხაზი ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა. მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებიც განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში არსებული სიახლეები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.