უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკიც - ის აღნიშნავს, რომ ომში მყოფ ქვეყანასთან დაკავშირებით ევროპას საკუთარი სამოქმედო გეგმა სჭირდება. მისი თქმით, თუ გეგმა დროულად არ ჩამოყალიბდება, მომავალს სხვა გლობალური მოთამაშეები ევროპის ინტერესების გაუთვალისწინებლად გადაწყვეტენ. პოლონეთის მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აუცილებელია გეგმა უახლოეს მომავალში შეიქმნას, რადგან დროის დაკარგვა ახლა მხოლოდ წამგებიანი შედეგის მომტანი იქნება.