უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სადაზვერვო ინფორმაციას ასაჯაროვებს - ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ ზაფხულში პუტინი სამხედრო წვრთნების საბაბით ბელარუსში ჯარების გაგზავნას გეგმავს ისევე, როგორც ეს ომის დაწყებამდე უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბელარუსს რუსეთის რეგიონად განიხილავს და შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ჯარები ნატოს ქვეყნებზე შეტევისთვის გამოიყენოს.