„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 17 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კანონის დარღვევითაა დანიშნული. ორგანიზაცია, რომელიც დაპატიმრებული ჟურნალისტის ინტერესებს იცავს განმარტავს, რომ საქმე ეხება 11 იანვარს საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო აღძრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი 35-ე დღეა შიმშილობს. პატიმარი ჟურნალისტი კვლავ კლინიკა ვივამედში რჩება. როგოც ომბუდმენის ექიმთა ჯგუფი სპეციალურ დასკვნაში წერს პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი საკმაოდ მაღალია. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აქციებს პერმანენტულად მართავენ.