ისრაელ-ჰამასის შეთანხმება გრძელდება - ღაზას სექტორიდან სამი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა. ისინი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 24-ის დეპორტაცია იგეგმება. ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მძევლებისა და პატიმრების მეექვსე გაცვლაა. შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან “ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა.