მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას კრიტიკულად ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები - Palitra News

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას კრიტიკულად ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები

2025-02-15 18:59:51+04:00

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას კრიტიკულად ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვას, რომ ევროპა მისი ფუნდამენტური ღირებულებებისგან უკან იხევს, კრიტიკული განცხადებით პასუხობს გერმანიის კანცლერობის კანდიდატი. ფრიდრიხ მერცი აღნიშნავს, რომ გერმანია შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებს პატივს სცემს და ამერიკისგანაც სწორედ იგივე მოლოდინი აქვს. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება გერმანიის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილად რჩება და აქვე აკრიტიკებს აშშ-ის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სააგენტოს Associated Press-ის ჟურნალისტებს გარკვეული სახის შეზღუდვები მხოლოდ იმიტომ დაუწესდა, რომ სააგენტომ „მექსიკის ყურის“ ნაცვლად „ამერიკის ყურის“ გამოყენებაზე უარი განაცხადა.