ლატვიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის პრეზიდენტები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპოლის აღმასრულებელო დირექტორი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე- ეს ის ადამიანები ადამინები არიან, რომლებთანაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა. ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს სალომე ზურაბიშვილმა ის გზავნილები გადასცა, რომელიც საქართველოში ჩატარებული შეხვდრების დროს ქართული ოცნების ოპონენტების მხრიდან მოისმინა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, მოთხოვნები სანქციებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე - სწორედ ეს არის ზურაბიშვილის განცხადებების მთავარი აქცენტები. კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მიუნხენში შეხვედრებს მართავს ექსპრემიერი გიორგი გახარია. მაგდა ბლუაშვილს ვუთმობთ ეთერს.