ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის დააკავებული პირების წინააღმდეგ სხდომები ჩანიშნეს. მათ შორისაა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სამართალდარღვევის საქმე. პატიმარი ჟურნალისტი 35-ე დღეა შიმშილობს. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი კვლავ კლინიკა ვივამედში რჩება. როგოც ომბუდმენის ექიმთა ჯგუფი სპეციალურ დასკვნაში წერს პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე საკმაოდ მაღალია. დღეს კლინიკა ვივამედთან გამართულ აქციაზე მხარდამჭერებმა და კოლეგებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება. ცარო კირვალიძე აშუქებს თემას.