„არა რუსულ დიქტატურას“ - ამ სახელწოდებით თბილისში ევროპის მოედანზე საპროტესტო მარში იწყება. - მოქალაქეები მსვლელობით თავისუფლების მოედანისკენ მიემართებიან. პარალელურად, აქცია იმართება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრებილი „საჯარო მოსამსახურეები მოგვიანებით მსვლელობას შეუერთდებიან. დაახლოებით ერთ საათში დაიწყება პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან; პროტესტის მე-80 დღეს დემონსტრაციები დედაქალაქის გარდა რეგიონებში იმართება. ბათუმის ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, გორის საკრებულოს, მერიისა თუ სამხარეო ადმინისტრაციის შენობებ შეკრებილი მოქალაქეები კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. სალომე ჯაფარიძეს ვრთავთ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციიდან.