ისრაელ-ჰამასის შეთანხმება გრძელდება - ღაზას სექტორიდან სამი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა. “ჰამასმა“ ისინი “წითელ ჯვარს“ გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 24-ის დეპორტაცია მოხდება. ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მძევლებისა და პატიმრების მეექვსე გაცვლაა. შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან “ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა.