სერბეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. - ათასობით დემონსტრანტი ამჯერად სერბეთის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბა. სტუდენტების მიერ ორგანიზებულ პროტესტებში მასწავლებლები, იურისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ორგანიზაციები სერბეთის პრეზიდენტსა და მის პარტიას ამომრჩეველთა მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. სერბეთში, უკვე ორი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.