აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სკანდალური განცხადება - ვიცე-პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპისთვის მთავარ საფრთხეს არა რუსეთი, ჩინეთი ან სხვა გარე აქტორი, არამედ თავად ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებთან დაშორება წარმოადგენს. ვენსის თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მხოლოდ საუბარი არ კმარა და აუცილებელია სიტყვები ქმედებებში გადაიზარდოს.