მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მომდევნო ნაკადმა დაასრულა. 21-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს მოიცავდა. კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ.