ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დაინიცირებული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 13 თებერვალს 400 ხმით მიიღო - Palitra News

ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დაინიცირებული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 13 თებერვალს 400 ხმით მიიღო

2025-02-15 12:41:41+04:00

ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დაინიცირებული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 13 თებერვალს 400 ხმით მიიღო. რეზოლუციაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარებული არ არის, საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულადაა მიჩნეული და ახალი არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი. “ქართული ოცნების“ წევრები რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტარებს აკრიტიკებენ. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ევროპელი ლიდერები ქართველ ხალხსა და მათ მოთხოვნებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი სანქცირებულთა სიის უფრო მეტად გაფართოებას არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ აშშ-ის მხრიდანაც ელიან.