1. საპროტესტო აქციები თბილისაა და რეგიონებში - პროტესტის მე-80 დღეს დემონსტრაციები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. „არა რუსულ დიქტატურას“ - ამ სახელოწოდებით მსველელობა 18 საათზე თბილისში ევროპის მოედნიდან დაიწყება, მარშს შეუერთდებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი საჯარო მოსამსახურეები. 19 საათზეა დაგეგმილი პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 20 საათზე კი მოქალაქეები 28 ნოემბრიდან დაწყებული აქციების უცვლელ ლოკაციაზე საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. რაც შეხება რეგიონებს, ამ წუთებში ბათუმიდან სარფში საპროტესტო მსვლელობა იმართება. დემონსტრაციებია დაანონსებული, ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, გორის საკრებულოს, მერიისა თუ სამხარეო ადმინისტრაციის შენობებთან. ორ თვეზე მეტია, რაც პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ არ წყდება. გუშინ მოქალაქეებმა სკანონმდებლო ორანოსთან 79-ე დღე გაატარეს და სავალის გზა გადაკეტეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით წამოსული პატიმრების მხარდამჭერი მარში შეუერთდა. მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.