თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გაიმართა. მათ შორის ერთ-ერთი იყო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმე. მანამდე კი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, 21 წლის გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივმა დაადასტურა, რომ სპეცრაზმელს პიროტექნიკა სწორედ 19 წლის ახალგაზრდამ ესროლა.