მზია ამაღლობელის შიმშილობის 34-ე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განჩინების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს. „ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს“ - ასე აფასებენ მესამე სექტორში მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასობაში ბათუნელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი შიმშილობას არ წყვეტს, უფრო მეტიც, ის 4 მარტს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს. როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ცნობები და რა გეგმა აქვთ მის ადვოკატებსა და მხარდამჭერებს.