აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას, საგარეო დახმარების დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილების დროებით გააუქმება დაავალა. როგორც მოსამართლე აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ USAID-ის დახმარების ათასობით პროგრამის დაფინანსება თითოეული მათგანის დეტალური შემოწმებისთვის შეაჩერა. თუმცა, არ წარუდგენია არანაირი განმარტებები, თუ რატომ დადგა აღნიშნულის საჭიროება. ფედერალური მოსამართლის თქმით, ნაბიჯმა შოკური ტალღა გამოიწვია და ათასობით არაკომერციულ ჯგუფთან, ბიზნესთან და სხვებთან კონტრაქტები თავდაყირა დააყენა. მოსმართლის განკარგულება ვრცელდება იმ კონტრაქტებზე, რომლებიც გაფორმებულია 20 იანვრამდე, ანუ ვიდრე დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ განკარგულებას მოაწერდა ხელს. მანამდე, სხვა საქმეზე მოსამართლე კარლ ნიკოლსმა ერთი კვირით გაახანგრძლივა თავისი განკარგულება, რომლითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები USAID-ის თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეაჩერა.