აშშ-ის პრეზიდენტმა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ინდოეთი უდიდეს სავაჭრო მარშრუტს შექმნიან, რომელიც ინდოეთიდან ისრაელში, შემდეგ იტალიაში და ბოლოს აშშ-ში ჩავა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სავაჭრო მარშრუტი პორტებს, რკინიგზებს და წყალქვეშა კაბელებს მოიცავს. მისივე განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება ნავთობისა და გაზის შესახებ, რაც აშშ-ის ინდოეთის წამყვან მიმწოდებლად აქცევს.