შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში ე.წ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ ე.წ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ „კანონიერ ქურდებს“ და ასრულებდნენ მათ დავალებებს. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.