საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენციაზე დასასწრებლად გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან. ასევე უპასუხებს კითხვებს პანელურ დისკუსიაზე „საქართველო ყურადღების ცენტრში“ . ზურაბიშვილი მიუნხენში კონკრეტული გზავნილებით ჩავიდა. გამგზაბრებამდე მან არაერთი შეხვედრა გამართა საქართველოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან. ყველა მოსმენილი პოზიციის გაჟღერებას ზურაბიშვილი სწორედ მიუნხენში ვიზიტისას აპირებს.