ევროპარლამენტის მიერ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღება და შეფასებები დეპუტატების მხრიდან - Palitra News

ევროპარლამენტის მიერ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღება და შეფასებები დეპუტატების მხრიდან

2025-02-14 15:34:58+04:00

ევროპარლამენტის მიერ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღებამ - ევროპარლამენტარების ნაწილი და ქართული ოცნების წევრები კვლავ ურთიერთბრალდების რეჟიმში გადაიყვანა. რეზოლუციას, რომელიც ქართული ოცნების არაღიარებას, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, თავად მმართველი გუნდი უსამართლოსა და უსაფუძვლოს უწოდებს. ამ დროს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ევროსაბჭოს შემდეგ უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციით მკაფიოდ ჩანს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს.