სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, 21 წლის გიორგი მინდაძის საქმეზე, რომელსაც პოლიციელზე თავდახმას ედავებიან, ჩვენება დეტექტივმა მისცა. გოჩა ონიანი პირდაპირ ადებს ხელს ახლაგაზრდა მომიტინგეს და აცხადებს, რომ სწორედ მან ესროლა სპეცრაზმელს პიროტექნიკა. რამდენიმე წუთში სასამართლოში ასევე დაიწყება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი, მათაც სახელმწიფო ბრალდება პოლიციელებზე თავდასხმას ედავება.